სიახლე 

რამდენიმე თვეა რაც ცენტრალურმა სავადმყოფო ბომონდმა ფოთში დაიწყო ფუნქციონირება 10 02 21

უკვე რამდენიმე თვეა რაც ცენტრალურმა სავადმყოფო ბომონდმა ფოთში დაიწყო ფუნქციონირება.სრული დატირთვით მუშაობს-სამეანო-ნეონატოლოგიური და გინეკოლოგიური განყოფილებები,ახალშობილთა  მოვლის ინტენსიური პალატა, ქალთა კონსულტაცია. ამბულატორიული სამსახური,თანამედროვე დონის ლაბორატორია.1 მარტიდან კლინიკის ახალ კორპუსში ემერჯენსი, ქირურგიული, ნეიროქირურგიული და რეანიმაციული სამსახურები იფუნქციონირებსმარტის შუა რიცხვებიდან კლინიკაში დიალიზის ცენტრი გაიხსნება, რომელიც უკვე აღჭურვილია თანამედროვე დონის აპარატურითა და პროფესიონალთა გუნდით.კლინიკაში უსაფრთხოების ყველა  წესის დაცვით მოეწყო რადიოლოგიური დეპარტამენტი, დამონტაჟდა თანამედროვე აპარატურა ციფრული რენტგენი და კომპიუტერული ტომოგრაფია.კლინიკის ახალი კორპუსი 64 პაციენტზეა გათვლილი ,სადაც უკვე მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და  თანამედროვე დონის აპარატურა.

მსგავსი სტატიები