ფოთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.18.02.21
საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის ორ საეჭვო შემთხვევას სწავლობენ.შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის პირველი შემთხვევა საქართველოში იანვრის დასაწყისში დადასტურდა. ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული პაციენტი იყო, რომლის მდგომარეობაც სტაბილურად შეფასდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში, ვირუსით ინფიცირების 365 დადასტურებული შემთხვევაა. რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელებულია 62 ხოლო საკარანტინე სივრცეში იმყოფება 101.
სამეგრელოს რეგიონში:
მკურნალობის კურსს პაციენტები რუხის ( 47),სენაკის ლაზიკა მედის(20), სენამედის(23),აბაშის ევექსის(18) კლინიკებსა და ფოთისა(43)და ზუგდიდის(15) ჰოსპიტალებში გადიან.
ფოთში დასნებოვნების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,დეტალებზე უფრო ვრცლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი ნინო ლეფსაია გვესაუბრება.