სიახლე 

რესტორნებს ღია სივრცეში მუშაობის უფლება მიეცათ 18.02.21

15 თებერვლიდან, შეზღუდვების ნაწილობრივი მოხსნის შემდეგ, რესტორნებს ღია სივრცეებში სტუმრების მიღების საშუალება მიეცათ. ჩვენი გადამღები ჯგუფი, როგორც დახურულ ისე ღია კვების ობიქტებში იმყოფებოდა და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
რესტორატორების ნაწილი კოვიდ-19-ისგან შექმნილ პრობლემებზე საუბრობს, როგორც ისინი აღნიშნავენ სარესტორნო ბიზნესს დიდი ზარალი მიადგა და ისინი შესაბამის სამსახურებს დახურული სივრცეების დროულად გახსნისკენ მოუწოდებენ,წინააღმდეგ შემთხვევაში რესტორნების უმრავლესობა აღარ იფუნქციონირებს.
როდის შეძლებენ რესტორნები დახურულ სივრცეში მუშაობის განახლებას ჯერგერობით უცნობია. მანამდე კი ქალაქს ღია ტიპის სივრცეები და გატანის სერვისი მოემსახურება.

მსგავსი სტატიები