საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა 18.01.21
,,ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს”ამ სიტყვებით დღეს დილით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი გახარია პრემიერის თანამდებობას 2019 წლის 8 სექტემბერიდან იკავებდა. მის პრემიერობას წინ უძღოდა 20 ივნისის მოვლენები რა დროსაც გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
რას ფიქრობს მოსახლეობა პრემიერის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით და ვის მოიაზრებენ ისინი მინისტრის შემცვლელად ამ თემაზე ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთის მოსახლეობის ნაწილს გაესაუბრა.
გამოკითხულთა უმრავლესობა გიორგი გახარიას პრემიერობას დადებითად აფასებს და მისი შემცვლელის დასახელება უჭირს. არიან ისეთებიც ვინც პრემიერის თანამდებობიდან გადადგომას მიესალმება.
გამოკითხვები
ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთელ პოლიტიკოსებს დაუკავშირდა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა .ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის კი გახარიას გადაწყვეტილება მოულოდნელი თუმცა მისასალმებელია.
საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილია წარდგენილი ,როგორ განვითარდება მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები ამას დრო გვიჩვენებს.