ამინდის პროგნოზი ფოთში 19 02 21
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით 19-22 თებერვალს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა, დასავლეთ საქართველოს დაბლობში -4, -6, გრადუსი. მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლია მოსალოდნელი. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ტემპერატურის მნიშვნელოვანმა დაწევამ შესაძლებელოა ციტრუსოვანი კულტურების, განსაკუთრებით კი, ლიმონის დაზიანება გამოიწვიოს. 20 თებერვალს დღისით +4 ° +6° გრადუსი იქნება ხოლო ღამით 0 °. დღის განმავლობაში მოსალოდნელია თოვლჭყაპი,ღამე კი უნალექოდ ჩაივლის. 21 თებერვალს დღისით +5 ° + 7° გრადუსი,ხოლო ღამით +1 +3 . ცვალებადი მოღრუბლულობა და უნალექო დღე-ღამე გველოდება.