სიახლე 

ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო ბობმნდში ერთ დღეში 6 ბავშვი დაიბადა 19 02 21

ბოლო 24 საათში ,ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო ბომონდში , ერთდროულად  6 ბავშვი დაიბადა.

სამეანო განყოფილება მთელი ღამის განმავლობაში დატვირთულ რეჟიმში მუშაობდა,თუმცა,როგორც განყოფილების უფროსი აცხადებს შედეგი ამად ღირდა.

ყველა დედა და ბავშვი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს. როგორც ახლად ნამშობიარები ქალები აცხადებენ,მათ კვალიფიციური,გამოცდილი და უმაღლესიი დონის მედ-პერსონალი ემსახურებოდათ.

როგორც მედიკოსები აღნიშნავენ,მათთვის მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებულად სასიამოვნოა. დღეს კი კიდევ ერთ ახალშობილს ელოდებიან.

კეთილმოწყობილი და თანამედროვე ინფრასტრქტურით აღჭურვილი ცენტრალური საავადმყოფო ბომონდის სამეანო განყოფილება აქტიურად  მუაშობს და დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მზად არის პაციენტების მისაღებად.

მსგავსი სტატიები