ფოთში თევზით მოვაჭრეებმა სავალი გზა გადაკეტეს.19.02.21
დღეს მეგრელიშვილის სანაპიროზე თევზით მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი ძირითადი მოთხოვნა ახალი კეთილმოწყობილი სავაჭრო ფართის მიღებაა.
როგორც მოვაჭრეები აღნიშნავენ ,ისინი სახალხო კონტროლმა და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, 1000 ლარით დააჯარიმა.
როგორც მათ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განუცხადა , თევზის მაღაზია სადაც ისინი ამ დროისთვის იმყოფებიან რეალიზაციისთვის საჭირო ნორმებს ვერ აკმაყოფილებს.
აქცისს მონაწილეები ფოთის მერთან შეხვედრას ითხოვენ,მათი მთავარი მოთხოვნა შესაბამისი ფართისა და პირობების შექმნაა.
ინტერვიუ მოვაჭრეების
სიტუაცისს გასარკვევად ჩვენ ზედამხედველობის სამსახურს დავუკავშირდით. როგორც წარმომადგენელმა დავით ჯგერენაიამ განაცხადა აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს.
ინტერვიუ სატელეფონო
მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში თევზით მოვაჭრეები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.