ფოთში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 19 02 21
19 თებერვლის მდგომარეობით, კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.37%-ია. რაც გულისხმობს – ტესტირებულთა საერთო რაოდენობის რამდენ პროცენტს დაუდგინდა კორონავირუსი.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სწორედ ამ მაჩვენებელზეა დამოკიდებული შეზღუდვების მოხსნა ან შემსუბუქება. სტაბილური ეპიდვითარების პირობებში, დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან,სამეგრელო – ზემო სვანეთში 27 შემთხვევა დაფიქსირდა.
სამეგრელოს რეგიონში მკურნალობის კურსს პაციენტები : რუხის ( 51),სენაკის ლაზიკა მედის(17), სენამედის(20),აბაშის ევექსის(18) კლინიკებში , ფოთისა(32)და ზუგდიდის(15) ჰოსპიტალებში გადიან.
19 თებერვალს ფოთში არსებულ მდგომარეობაზე ,ვრცლად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი ნინო ლეფსაია გვესაუბრება.