სიახლე 

ფოთელი კინოლოგი ზაზა კვაჭაძე 23 02 21

ძაღლების მიმართ სიყვარული ზაზა კვაჭაძეს პროფესიად ექცა. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კინოლოგია რეგიონში. ფოთელი კინოლოგი 23 წელია ამ საქმეს ემსახურება,როგორც ის აღნიშნავს დღის განმავლობაში 10 მდე ძაღლის გაწვრთნაა შესაძლებელი. მისივე თქმით გასაწვრთნელად რაიმე განსაკუთრებული მეთოდი არაა საჭირო, მთავარია ძაღლის შექება და საკვებით დაჯილდოება.როგორც ზაზა კვაჭაძე აცხადებს,მასთან ძაღლები ძირითადად რეგიონებიდან ჩამოჰყავთ. ის ამ საქმეს ძირითად დროის უმეტეს ნაწილს უთმობს,სწორედ ამიტომ, შედეგი სახეზეა,მის მიერ გაწვრთნილი ძაღლები განსაკუთრებული ჭკუით, დამოკიდებულებით და მანერებით გამოირჩეევიან.

მსგავსი სტატიები