სიახლე 

ფოთში COVID-19 ის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 23 02 21

დღევანდელი ეპიდემიური ვითარება კეთილსაიმედოა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.მისი თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების კვლავ შემსუბუქება იგეგმება.,, ძალიან ბევრი შეზღუდვა მოიხსნა 15 თებერვლიდან. რაც დარჩა, ძირითადად შეეხება კულტურის სფეროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს, ასევე რესტორნებთან და სივრცეებთან მიმართებაში. ეპიდემიური სურათიდან გამომდინარე, ამის ანალიზიც მოხდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 493ახალი შემთხვევიდან,სამეგრელო – ზემო სვანეთში 12 შემთხვევა დაფიქსირდა.სამეგრელოს რეგიონში მკურნალობის კურსს პაციენტები : რუხის ( 40),სენაკის ლაზიკა მედის(15), სენამედის(9),აბაშის ევექსის(7) კლინიკებში , ფოთისა(26)და ზუგდიდის(9) ჰოსპიტალებში გადიან.23 თებერვალს ფოთში არსებულ მდგომარეობაზე ,ვრცლად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი ნინო ლეფსაია გვესაუბრება.

მსგავსი სტატიები