23 თებერვლის პოლიტიკური მოვლენები 23.02.21
მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა ,,ქართულმა ოცნებამ” მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანიდიდატურა წარადგინა.
გახარიამ გადადგომის მიზეზად ესკალაციის საფრთხე დაასახელა.
დღეს კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარე ნიკა მელია დააკავეს, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც ნათქვამია რომ: საგამოძიებო უწყებამ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.
ჩვენი ჯგუფი დღეს ფოთში მოქმედი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს დაუკავშირდა რომლებმაც დღეს თბილისში განვითარებული მოვლენები, ნიკა მელიას დაკავება და ღარიბაშვილის გაპრემიერება შეაფასეს.
ოპოზიცია ნიკა მელიას დაკავებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს ,ხოლო მმართველ გუნდში აცხადებენ რომ მელიას დაკავება პასუხია დანაშაულებრივ ქმედებაზე.
შეგახსენებთ რომ ნიკა მელიას საგამოძიებო უწყება 20 ივნისის ღამეს პარლამენტში დემონსტრაციულად შეჭრის და მთავრობის დამხობის მცდელობას ედავებოდა.