სიახლე 

ფოთის ბავშთა ცენტრი უკვე ცხრა წელია რაც ფუნქციონირებს. 24.02.21

წმინდა გიორგის ქუჩაზე მდებარე ,,თვითმმართველი ქალაქ ფოთის ბავშთა ცენტრი” უკვე ცხრა წელია რაც ფუნქციონირებს,ჩვენი გადამღები ჯგუფი დღეს ცენტრს ესტუმრა და აღსაზრდელების ერთ ჩვეულებრივ დღეს გაეცნო.
როგორც ბავშვთა ცენტრში განგვიცხადეს მოზარდებს აქვთ სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალება,პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე,ცენტრი ონლაინ სწავლებაზეა გადასული. დაცულია ყველა სახის რეგულაცია.

როგორც წარმომადგენლები აცხადებენს: ბავშვები დღეში ოთხჯერ, სრულფასოვნად იკვებებიან , ხელოვნებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობებს მისდევენ და დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი თუ კულტურული აქტივოვებით კავდებიან.

ცენტრში ამჟამად 8 აღსაზრდელი ცხობრობს: 6 ბიჭი და 2 გოგო .ბავშთა ცენტრი, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და როგორც აღმზრდელები გვიყვებიან აქ მცხოვრები მოზარდები ეუფლებიან სხვადასხვა პროფესიებს და საკმაოდ წარმატებულადაც.

მსგავსი სტატიები