სიახლე 

დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა 24 02 21

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.
1-ლი მარტიდან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები აღდგება.
15 მარტიდან მუშაობს სპორტული დარბაზები განაახლებენ ჩვენ ფოთში მდებარე სპორტული დარბაზის ფიტნესს ინსტრუქტორს დავუკავშირდით.
ინტერვიუ
აღსანიშნავია რომ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას 1-ლი მარტიდად შეძლებენ, ხოლო სასწავლო პროცესი აუდიტორიებში 15 მარტიდან აღდგება. განახლდება სასკოლო წრეებიც.
1-ლი მარტიდან საქმიანობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ, საქმიანობას სრულად მაყურებლების დასწრებით კი 1-ლი აპრილიდან შეძლებენ.
ხვალიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც აღდგება.
რესტორნები 8 მარტიდან დახურულ სივრცეში სტუმრების მიღებას შეძლებენ.
ინტერვიუ რესტორატორის

არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც მოლები, ასევე ბაზრობები, მუშაობას 8 მარტიდან განაახლებენ.მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს. ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.ძალაში რჩება

მსგავსი სტატიები