სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 24.02.21

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ COVID-19-ის მსგავსი ვირუსები ქსოვილზე 3 დღემდე ძლებენ. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კვლევა დე მონტფორტის უნივერსიტეტში ჩატარდა. სპეციალისტებმა ცდები პოლიესტრის და ბამბის ქსოვილებზე ჩაატარეს-სწორედ ეს ქსოვილები გამოიყენება ყველაზე ხშირად სამედიცინო უნიფორმების წარმოებისთვის.
მათ ქსოვილზე ვირუსის ნაწილაკები მოათავსეს და 72 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ . კვლევის შედეგად გაირკვა,რომ ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალ რისკს პოლიესტრი წარმოადგენს – ვირუსის ამ ქსოვილზე 3 დღის შემდეგაც აქტიური იყო და სხვა ზედაპირებზე გადასვლა შეეძლო. 100%-იან ბამბაზე ვირუსმა 24 საათი გაძლო, ნახევრად ბამბის ქსოვილზე კი მხოლოდ 6 საათი.
მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ 100%-იანი ბამბის ვირუსისგან გასუფთავების საუკეთესო საშუალება ქსოვილის სარეცხ ფხვნილთან, 67 გრადუსზე გარეცხვაა. ამასთან, რეცხვისას ვირუსის სხვა ქსოვილზე გადასვლის საშიშროება არ არსებობს.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 443 ახალი შემთხვევიდან,სამეგრელო – ზემო სვანეთში 39შემთხვევა დაფიქსირდა.
სამეგრელოს რეგიონში მკურნალობის კურსს პაციენტები : რუხის ( 39),სენაკის ლაზიკა მედის(10), სენამედის(9),აბაშის ევექსის(8) კლინიკებში , ფოთისა(26)და ზუგდიდის(9) ჰოსპიტალებში გადიან.
23 თებერვალს ფოთში არსებულ მდგომარეობაზე ,ვრცლად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი ნინო ლეფსაია გვესაუბრება.

მსგავსი სტატიები