სიახლე 

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა 25 02 21

„გზადაგზა ჯარისკაცები, ჯერ თითო-თითოდ შემდეგ კი ჯგუფ-ჯგუფად, თავს ანებებდნენ თავის ნაწილებს და თოფებითა და ტყვიისმფრქველებით მიდიოდნენ თავთავიანთ სოფლებში“,

– ასე იხსენებდა უკან დახევის დეტალებს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი.

საბჭოთა რუსეთი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1921 წლის 11 თებერვლის ღამეს შემოიჭრა.. თბილისის გარშემო რამდენიმედღიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ, რომელსაც თავისუფლებისათვის მებრძოლი არაერთი იუნკერი შეეწირა ,წითელი არმია დედაქალაში შემოვიდა და გაბატონდა.

1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება.წინააღმდეგობა კიდევ ხუთ კვირას გაგრძელდა ,თუმცა უშედეგოდ. ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ მთელი სამოცდაათი წელი გასტანა.

საქართველოს მთავრობა ჯერ ქუთაისში გადავიდა, შემდეგ ბათუმში, საიდანაც 1921 წლის 17 მარტს საფრანგეთში გაიხიზნა.

თავისუფლების იდეა საქართველოში. დღემდე არ კარგავს აქტუალურობას,რადგან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დღემდე გრძელდება ,საკითხს არაერთ წიგნს ,ჩანახატს ,სპექტაკლსა და ფილმს უძღვნიან.

დავით ჩიქობავა და თამარ გუჯაბიძე მე12 კლასის მოსწავლეები არიან,რომლებისთვისაც აღნიშნული საკითხი ინსპირაციის წყაროდ იქცა-

საკონკურსო ესე შექმნეს,რომელიც აღნიშნულ საკითხს მიუძღვნეს და გაიმარჯვეს კიდეც.ამასთან  მონაწილეობა მიიღეს სპექტაკლში,რომლის ძირითდი თემაც საბჭოთა ოკუპაცია იყო.

დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია გამოიღვიძემ აქცია-პერფორმანსი მოაწყო,რომლითაც რუსული ოკუპაცია გააპროტესტა.

პარლამენტის 2010 წლის დადგენილების თანახმად, საბჭოთა ოკუპაციის დღე საქართველოში 2011 წლიდან სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. ამ დღეს საქართველოში ეშვება ყველა სახელმწიფო დროშა და ცხადდება წუთიერი დუმილი.

ქალაქ ფოთის საკათედრო ტაძარში მეუფე გრიგოლმა, ოკუპაციის შედეგად დაღუპული გმირების მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა.

 საქართველომ 70 წლიანი წითელი არმიის ბატონობის შემდეგ დამოუკიდბლობის მოპოვება 1991 წლის 9 აპრილის შეძლო.

1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, თბილისში, მთავრობის სასახლეში ხელი მოეწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.რასაც მძიმე განვითარება მოჰყვა,თუმცა დღეს საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა,მაგრამ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დღემდე გრძელდება.

საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია ,აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა.

მსგავსი სტატიები