ეროვნული გამოცდების ფორმა შესაძლოა შეიცვალოს. 25 02 21
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებში სიახლეები გველოდება. ჩხენკელის თქმით უნივერსიტეტში ჩარიცხვის ახალი მოდელი განიხილება რომლის მიხედვითაც, უნივერსიტეტები ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, მასწავლებლების რეკომენდაციებს, სკოლის საშუალო ქულას და კლასგარეშე მუშაობასაც გაითვალისწინებენ. ამის შესახებ მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, განაცხადა.
ჩვენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფოთის საავტორო სკოლა- გიმნაზიის დამფუძნებელს თამარ ფაჩულიას ვესაუბრეთ და მისი შეხედულება გავა
როგორც სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა განაცხადა : მსგავსი მოდელის დანერგვა წარმატებული იქნება. თუმცა რამდენად მიიღებს მთავრობა დადებით გადაწყვეტილებას ჩხენკელის ინიციატივაზე ჯერჯერობით უცნობია.