აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ ფოთში დევნილებს სურსათი გადასცა. 26 02 21
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ,წელიწადზე მეტია,რაც ჰუმანიტარულ აქციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. – წარმომადგენლებმა ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულთა პირთა ოჯახებს სასურსათო კალათები გადასცეს.
როგორც საბჭოს წევრებმა განაცხადეს : დევნილებს უმაღლესი ხარისხის საკვები-პროდუქტები გადაეცათ. რაც აფხაზეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა და ფოთის საკრებულოს თავჯდომარემ განაცხადეს : მსგავსი საქველმოქმედო პროექტების მოწყობა სამომავლოდაც იგეგმება.
პროექტი ფოთის საკრებულოსა და აფხაზეთის საბჭოს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.