საქართველოს რკინიგზამ მგზავრთა გადაყვანა განაახლა. 26 02 21
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველოს რკინიგზამ მგზავრთა გადაყვანა განაახლა. მატარებლები 27 თებერვლიდან დაიწყებენ მოძრაობას.
რეისები აღდდგება შემდეგი მიმართულებებით.:
თბილისი-ბათუმი-თბილისი;
თბილისი-ზუგდიდი-თბილისი;
თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;
თბილისი-ფოთი-თბილისი და
თბილისი-ქუთაისი-თბილისი.
რეგულაციების დაცვა მკაცრად იქნება გათვალისწინებული.
გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ,
მატარებელში შესვლისთანავე მგზავრებმა უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშაონ.მგზავრებმა უნდა იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მგზავრობისგან თავი უნდა შეიკავონ.ამასთან პირბადის ქონა მგზავრობის პროცესში აუცილებელია.
მატარებლით მგზავრობის ფასი უცვლელია,თუმცა განრიგშია ცვლილებები, თბილისი-ფოთის მიმართულებით დღეში მხოლოდ ერთი რეისი შესრულდება.საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს.