სიახლე 

საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალური დასაქმების საშუალება ექნებათ. 26 02 21

საქართველოს, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს შორის 2020 წლის 17 იანვარს, „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“,შეთანხმება დაიდო. საქართველოს მოქალაქეებს გერმანიის შრომის ბაზარზე დროებითი ლეგალური დასაქმების საშუალება ექნებათ სეზონური სამუშაოები გერმანიაში პირველი აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდან დაიწყო და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. . რამდენად მისაღებია მსგავსი პროგრამებით ქართველების ემიგრაციაში დასაქმება ამის შესახებ ჩვენ ფოთის მოსახლეობის ნაწილს გავესაუბრეთ. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი თვლის ,რომ მსგავსი პროგრამით დასაქმება ქართველებისთვის არახელსაყრელი იქნება. თუმცა არიან ისეთებიც ,რომლებსაც უკვე განაცხადი შევსებული აქვთ და პასუხის მოლოდინში იმყოფებიან. საკითხთან დაკავშირებით ექსპერტს ვახტანგ ჩარაიას დავუკავშირდით. აღსანიშნავია , რომ 25 თებერვლის მონაცემებით, გერმანიის დასაქმების პორტალზე უკვე 91 616 ადამიანია დასაქმებული. როგორ განვითარდება მოვლენები და რამდენი ადამიანი გაემგზავრება გერმანიაში ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სტატიები