სიახლე 

„კურსორის“ სტუმრები არიან თეკლა დუნდუა და დავით ჩიქობავა 02 03 21

ბოტების ერთ-ერთი ნაირსახეობაა ჩეთ ბოტი .ჩეთ ბოტები ადამიანთან მოსაუბრე პროგრამები არიან. მას ადამიანის მსგავსად შეუძლია დიალოგის წარმართვა.19-21 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „ჯეპრას“ ორგანიზებით გაიმართა მასშტაბური ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად.

ჰაკათონის შედეგად შეიქმნა XIX-XX საუკუნეების უდიდესი ნოვატორისა და ინტელექტუალის, ნიკო ნიკოლაძის ციფრული ენობრივი ასლი – ჩეთბოტი, რომელთანაც საუბრისასაც ადამიანებს გაუჩნდებათ განცდა, თითქოს ნიკო თვითონ უყვება საკუთარ მოღვაწეობასა და შემოქმედებაზე.

ჰაკათონში მეორე საპრიზო ადგილზე ქალაქ ფოთის მე-3 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეების გუნდი გავიდა,რომელთა მიერ შექმნილი ,,ჩეთ ბოტი’’ წარმატებული აღმოჩნდა.

  თეკლა დუნდუამ, დავით ჩიქობავამ და გიორგი ალანიამ – ნიკო ნიკოლაძის სახელობის 1500 ლარის ოდენობის საპრემიო თანხა მოიპოვეს საკონსულტაციო კომპანია ჯეპრაში სტაჟირებისთვის.  დღეს კურსორის სტუმრები არიან ჰაკათონში გამარჯვებული მოსწავლეები.

მსგავსი სტატიები