ფოთის საკრებულომ ,,სერვისების ცენტრის” მუშაობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა. 02.03.21
25 თებერვალს ფოთში,საკრებულოს რიგით მე-3-ე სხდომა გაიმართა,რომელზეც 5 განხილული საკითხიდან 1 არადამაკმაყოფილებლად შეფასდა-. ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის” მიერ წარდგენილი ანგარიში საკრებულოს სხდომაზე კომისიამ უარყოფითად შეაფასა.
საკრებულომ ფოთის მერიას, აღნიშნული ცენტის მუშაობის მიმართ, მკაცრი ზედამხედველობისკენ მოუწოდა.
აღნიშნული საკითხის საფუძვლიანი გამოკვლევის მიზნით ჩვენი გადამღები ჯგუფი ჯერ საკრებულოს თავმჯდომარეს ბექა ვაჭარაძეს შემდეგ კი ,, სერვისების ცენტრის”დირექტორის პირველ მოადგილეს, ვერიკო ლაღიძეს დაუკავშირდა,
როგორც საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს : ფოთის მერს არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, ერთი თვის ვადაში კონკრეტული ღონისძიებების გეგმის შემუშავება სთხოვეს. რეკომენდაციას მერი დადებითად შეხვდა.
,, სერვისების ცენტრის”დირექტორის მოადგილეს ვერიკო ლაღიძის განცხადებით: საკრებულოს მხრიდან მათი მუშაობის არადამაკმაყოფილებლად შეფასება მოულოდნელი და უსაფუძვლო იყო.
აღსანიშნავია რომ, ,,ფოთის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და ტრანსპორტის სამსახურის სერვისების ცენტრის ” საქმიანობას მკაცრი ზედამხედველობა დაევალა.
თუ როგორ მოგვარდება აღნიშნული საკითხი და როგორ განვითარდება მოვლენები ამას ჩვენი მომდევნო სიუჟეტიდან შეიტყობთ.