სიახლე 

1 მარტიდან საქართველოში ნადირობის სეზონი ოფიციალურად დასრულდა 02.03.21

1 მარტიდან საქართველოში ნადირობის სეზონი ოფიციალურად დასრულდა. ამავე პერიოდში ნადირობა აიკრძალა გადამფრენ ფრინველებზე,ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსს მაია ჩხობაძეს დავუკავშირდით.
როგორც მაია ჩხობაძემ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა : გარემოსდაცითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია რვა ტერიტორიული ორგანო რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით კონტროლი გაამკაცრა
შეგახსენებთ რომ,, ნადირობის სეზონის” დარღვევის შემთხვევაში დამრღვევ პირს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრება.

მსგავსი სტატიები