საქართველო რუსულ ხორბალს ნაწილობრივ ყაზახური ხორბლით ჩაანაცვლებს. 03.03.21
საქართველო რუსულ ხორბალს ნაწილობრივ ყაზახური ხორბლით ჩაანაცვლებს,- ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განაცხადა.
მისი განცხადებით , იმ ფონზე, რომ რუსეთმა საბაჟო გადასახადი გაზარდა, საქართველო რუსეთიდან წარმოებულ ხორბალს ნაწილობრივ სხვა ქვეყნებიდან იმპორტით ჩაანაცვლებს. ჩვენი ქვეყანა ამ ეტაპზე ვერ ახერხებს ხორბლის იმ მარაგის წარმოებას რაც ქართული ბაზრისთვის იქნება საკმარისი.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის განცხადებით ქვეყანას დაახლოებით 2 თვის ხორბლის გარდამავალი მარაგი მუდმივად აქვს, რაც რისკების შემთხვევაში, სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და პურის ფასის ჯერჯერობით გაზრდას არ გულისხმობს.