ფოთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 03.03.21
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი ჰანს კლუგე აცხადებს, რომ ევროპაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა. ამის შესახებ მან twitter-ზე დაწერა.
„თებერვალში დაფიქსირებული უკუსვლის შემდეგ, ახლა თვალს ვადევნებთ ახალი ტალღის გავრცელების საგანგაშო ნიშნებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე ბალკანეთის სახელმწიფოებში“, – განაცხადა კლუგემ.
ვაქცინაციის დაგვიანების მიზეზი არის ის, რომ მწარმოებლები სათანადო რაოდენობის ვაქცინას ვერ აწარმოებენ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას პირბადის ტარების აუცილებლობის შესახებ ახსენებს. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, სწორედ პირბადის ტარება გვაძლევს ამ ეტაპზე საშუალებას ძველ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. მოსახლეობას მინდა შევახსენო, რომ პირბადეებზე გადის ჩვენი ეკონომიკა და ცხოვრება“, – განაცხადა ცერცვაძემ.
პირველად ბოლო 7 კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის ყოველდღიურმა შემთხვევებმა მოიმატა. ამის შესახებ ჯანმოს ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის ახალი 360 შემთხვევებიდან სამეგრელო – ზემო სვანეთი – 25 შემთხვევა დაფიქსირდა.-რეგიონის მასშტაბით მკურნალობის კურსს პაციენტები რუხის ( 41),სენაკის ლაზიკა მედის(17), სენამედის(12),აბაშის ევექსის(6) კლინიკებში , ფოთისა(26)და ზუგდიდის(5) ჰოსპიტალებში გადიან.
3 მარტის მონაცემებით ფოთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.