3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. 03.03.21
3 მარტს, საქართველოში დედის დღე აღინიშნება რომელიც , საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.
ამ დღეს საქართველოში, ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა, 3 მარტი, როგორც დედის დღე დღემდე ცალკე აღინიშნება.
დედის დღეს,3 მარტს მსოფლიოს 46-ზე მეტი ქვეყანა ზეიმობს.
ფოთში კოვიდ პანდემიის გამო ყველა ღონისძიება გაუქმებულია. დღეს ჩვენი ჯგუფი პოეტ რონა ბუბუტეიშვილს ესტუმრა, რომელმაც საზოგადოებას დღევანდელი დღე მიულოცა და ლექსი წაიკითხა.
3 მარტი დედისადმი პატივსიცემისა და სიყვარულის გამოხატვის დღეა,სწორედ ამიტომ საქართველოში ეს დღე უქმედაა გამოცხადებული.