სიახლე 

ჰიდრომექანიზმების კლუბის ყოფილი შენობის რეაბილიტაციის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. 05.03.21

ნაბადის უბნის  მოსახლეობა ქ.ფოთის საკრებულოს თავჯდომარის ბექა ვაჭარაძის,სახელზე პეტიციას ამზადებს. მთავარი მოთხოვნა ფოთში, ნაბადის უბანში, ჰიდრომექანიზმების კლუბის ყოფილი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაა.

შენობას დაუბრუნდეს წლების წინანდელი სტატუსი ,აღდგეს კინოთეატრი,და მოეწყოს სხვადასხვა ღონისძიებების თავშეყრისათვის გამოყოფილი ადგილი – ჩამონათვალი, პეტიციის ხელმომწერთა მთავარი მოთხოვნაა.

 მოქალაქეები ცენტრალური ხელისუფლების შუამავლობით, ფოთის საკრებულოსგან ,ჰიდრომექანიზმების კლუბის ყოფილი შენობის, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას ითხოვენ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ პეტიციის ინიციატორს ელისო ჯანაშიას დავუკავშირდით.

როგორც ფოთის სამოქალაქო პლატფორმის დამფუძნებელი ელისო ჯანაშია აცხადებს : ფოთის მოსახლეობას დაუსვეს შეკითხვა თუ რა პრობლემის მოგვარება სურდათ რეგიონში . მოსახლეობის ნაწილმა კი ჰიდრომექანიზმების კლუბის ყოფილი შენობის პირვანდელი სახის აღდგენა დაასახელა.

შეგახსენებთ რომ ფოთში ნაბადის უბანში, ხობის ქუჩა N22-ში, ჰიდრომექანიზმების კლუბის ყოფილი შენობა წლებია რაც არ ფუნქციონირებს და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.

მსგავსი სტატიები