სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 08,03,21

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 272 851 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 266 693, გარდაიცვალა 3 576 პაციენტი.8 მარტის მონაცემებით :საქართველოში კორონავირუსი კიდევ 147 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 193 პაციენტი9 მარტიდან კოვიდგადატანილი ადამიანების კვლევა იწყება .კვლევის შედეგად, ჯანდაცვის სპეციალისტებს ზუსტად ეცოდინებათ, კოვიდგადატანილი პაციენტების რა ნაწილს უვითარდება პოსტკოვიდური სინდრომი.ჯერჯერობით კვლევა მხოლოდ თბილისში ჩატარდება და, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 500 მონაწილე შეირჩევა.85 წლის დალაი ლამამ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ამის შესახებ პრესსამსახური იტყობინება.გავრცელებული ინფორმაციით, ტიბეტელ ბუდისტთა სულიერმა ლიდერმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ინდოეთის ქალაქ დჰარამსალას ჰოსპიტალში გაიკეთა. ამჟამად ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.ვაქცინაცია არის პანდემიის დამარცხების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, მაგრამ არა ერთადერთი, პრევენციის ყველა ზომა უნდა დარჩეს ძალაში განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 234 ახალი შემთხვევიდან:სამეგრელო – ზემო სვანეთში – 12 შემთხვევა დაფიქსირდა.რეგიონის მასშტაბით მკურნალობის კურსს პაციენტები : რუხის ( 29),სენაკის ლაზიკა მედის(15), სენამედის(9),აბაშის ევექსის(6) კლინიკებში , ფოთისა(27)და ზუგდიდის(5) ჰოსპიტალებში გადიან

მსგავსი სტატიები