სიახლე 

9 მარტს ფოთში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა 9.03.21

საქართველოში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.პოსტკოვიდურ სიმპტომებზე დღეიდან პაციენტებს გამოიკვლევენ, რომელთაც COVID-19 უკვე გადაიტანეს.კვლევების მიზანი წარმოადგენს დადგინდეს თუ რა გართულებებს იწვევს კოვიდი ვირუსის დამარცხების შემდეგ. კვლევა არის რანდომიზირებული, რაც იმას ნიშნავს,რომ. პაციენტების ჩართვა შერჩევითი პრინციპით მოხდა . შერჩეული პაციენტები გადიოდნენ მკურნალობას, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე სახლის პირობებში. მათი გამოკვლევა ინფექციური საავადმყოფოს ბაზაზე მოხდება.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, პაციენტი ვირუსით დაახლოებით სამი თვის შემდეგ რეინფიცირდა.დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 139 ახალი შემთხვევიდან,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 95 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.სამეგრელოს რეგიონში მკურნალობის კურსს პაციენტები რუხის ( 33),სენაკის ლაზიკა მედის(8), სენამედის(12),აბაშის ევექსის(2) კლინიკებში , ფოთისა(22)და ზუგდიდის(5) ჰოსპიტალებში გადიან. 9 მარტის მონაცემებით ფოთში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მსგავსი სტატიები