სიახლე 

გალერეა ,,34”-ში ქალთა კლუბის წევრების სეხვედრა გაიმართა. 9.03.21

ფოთში “არტ გალერეა 34”-ში ჰუმანიტარული ფონდი “სოხუმი”-ს რიგით მესამე პროექტი გაიმართა, თემატურ შეხვედრაში ფოთის ქალთა კლუბის წევრები მონაწილეობდნენ.მათ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და კლუბის მიერ უკვე განხორციელებული პროექტებზე იმსჯელეს.შეხვედრაზე განიხილეს, ქალთა კლუბის პროექტი,რომელიც სატელევიზიო ფორმატს გულისხმობს. დაგეგმილია გადაცემების მომზადება ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით.შეგახსენებთ, რომ შეხვედრის ორგანიზატორი გახლდათ ქალთა კლუბის დამფუძნებელი ქალბატონი ია გორგოტაძე. სამომავლოდ ფოთის ქალთა კლუბის წევრების ინიციატივით, ჩვენი, წარმატებული, თანამოქალაქე, ქალების,აღმოჩენაა დაგეგმილი.

მსგავსი სტატიები