ხე- ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები. 9.03.21
საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით , 2021 წლის 1 თებერვლიდან, 28 თებერვლის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვების და მათი ტრანსპორტირების 273 ფაქტი გამოვლინდა , მათ შორის 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულს გულისხმობდა.რაც შეეხება სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონს აქ ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 42-ი ფაქტი გამოვლინდა.ჩვენი გადამღები ჯგუფი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო ზემო- სვანეთის რეგიონული სამმართველო ინსპექტორს არჩილ ქორიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ხე-ტყის უკანონო მოპოვების კონკრეტულ სტატისტიკაზე ისაუბრა.შეგახსენებთ,რომ საქართველოს გარემოს დაცვისა, და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, ხე ტყის უკანონო გზით მოპოვება ტრანსპორტირება არ განახორციელონ.