ქართული კივი, იაპონიიის საკმაოდ მსხვილ ქსელებშია წარმოდგენილი. 10.03.21
სააგენტო “აწარმოე საქართველოს” ხელშეწყობით, იაპონიაში ქართული კივის ექსპორტი განხორციელდა,სააგენტოს ინფორმაციით დაგეგმილია იაპონიიდან დელეგაციის ვიზიტი, რათა ქართული კივის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზარდოს,აღნიშნულ პროცესში სააგენტო “აწარმოე საქართველოსთან” ერთად იქნება იაპონიაში საქართველოს საელჩო იქნება ჩართული .
ჩვენი გადამღები ჯგუფი სააგენტო “აწარმოე საქართველოს” წარმომადგენელს ნიკა მამუკელაშვილს დაუკავშირდა,როგორც მან განაცხადა ქართული კივი, იაპონიიის საკმაოდ მსხვილ ქსელებშია წარმოდგენილი.
აღსანიშნავია რომ საქართველოდან კივის ექსპორტი 2020 წელს მხოლოდ სომხეთში, რუსეთსა, და იაპონიაში, განხორციელდა. რაც შეეხება იმპორტს, საქართველომ ყველაზე დიდი ოდენობით კივი 2020 წლის განმავლობაში ირანისგან, და თურქეთისგან, შეიძინა.