სიახლე 

ფოთში ახალი გზის მშენებლობა დაიწყო. 10.03.21

ფოთში ახალი გზის მშენებლობა დაიწყო.
ბარათაშვილის ქუჩისა და მალთაყვის სანაპირო ზოლის დამაკავშირებელ ახალ გზას მალე ფაზისის ქუჩა დაუკავშირდება.
ფაზისის ქუჩაზე საავტომობილო გზისა და ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოებთან ერთად, ახალი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს.
ჩვენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფოთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსს ლევან სონგულიას დავუკავშირდით.
ლევან სონგულიას განცხადებით პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ქუჩების 10 მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება.
პროექტს შპს „ჯორჯიან ბილდი“ აწარმოებს და ის 2021 წლის მაისში დასრულდება

მსგავსი სტატიები