ლიბერთი ბანკი მცირე საოჯახო სახლებისა და თავშესაფრების მხარდაჭერას აგრძელებს 11.03.21
ლიბერთი ბანკსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა..მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთი კვლავაც რჩება სააგენტოს პარტნიორად და აგრძელებს სოციალურ პროგრამებს,რომელიც ქვეყნის მასშტაბით არსებული, 54 მცირე საოჯახო ტიპის სახლისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრის კომუნალური ხარჯების ანაზღაურებას მთელი წლის განმავლობაში,გულისხმობს.2021 წლის იანვრის მდგომარეობით, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 278 ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის 56 შშმ პირი. მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა და დღის ცენტრებში ყოველდღიურ მომსახურებას ქუჩაში მცხოვრები 168 ბავშვი იღებს.