სიახლე 

11 მარტს ფოთში კორონავირუსი 4 ახალი შემთვევა დაფიქსირდა. 11.03.21

კოვიდ-19ის პანდემიის გამოცხადებიდან 1წელი გავიდა. ჯანმომ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. worldometers-ის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ის 118 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 2.6 მილიონზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 94 მილიონზე მეტი გამოჯანმრთელდა.პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, კორონავირუსის მესამე ტალღისა და შეზღუდვების გამკაცრების თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციები შეასრულოს.„მოგეხსენებათ, რომ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით. ბოლო დღეებში ვაკვირდებით დინამიკას და შემთხვევების გარკვეული მატება შეინიშნება. ასევე შეინიშნება საზოგადოების მხრიდან ყურადღების მოდუნება და რეკომენდაციების უგულვებელყოფა. ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. მინდა მოსახლეობას ვთხოვო, რომ ეს ელემენტარული, მარტივი წესი დავიცვათ ყველამ, იმისთვის, რომ არ დავუშვათ მესამე ტალღის განვითარება საქართველოში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 395 ახალი შემთხვევიდან,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.სამეგრელოს რეგიონში მკურნალობის კურსს პაციენტები რუხის ( 27),სენაკის ლაზიკა მედის(10), სენამედის(12),აბაშის ევექსის(2) კლინიკებში , ფოთისა(25)და ზუგდიდის(4) ჰოსპიტალებში გადიან.

მსგავსი სტატიები