საქართველოში თამბაქო 30 თეთრით გაძვირდა 11.03.21
რთული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, საქართველოში თამბაქო 30 თეთრით გაძვირდა.როგორც ექსპერტები აცხადებენ თამბაქოს ფასის მატება მწეველთა რაოდენობის შემცირებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
ქვეყანაში ამ დრომდე არანაირი ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს ,რომლითაც შესაძლებელია დადგინდეს ახდენს თუ არა თამბაქოს გაძვირება მწეველთა რაოდენობის შემცირებას.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთელი მოსახლეობის ნაწილს ვესაუბრეთ.
რესპოდენტთა უმეტესი ნაწილი, თამბაქოს გაძვირებას უარყოფითად ხვდება და თამბაქოზე ფასის კიდევ უფრო მეტად ზრდას არ გამორიცხავს.
საკითხის საფუძვლიანი გამოკვლევის მიზნით ჩვენი გადამღები ჯგუფი კომპეტენტურ პირს, ეკონომიკის დარგში ექსპერტს, ნიკა შენგელიას დაუკავშირდა. ,როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა თამბაქოზე ფასის აწევა,ლარის კურსისა და აქციზზე ფასის მატებამ გამოიწვია და შესაძლოა მომავალშიც გაგრძელდეს.
აღსანიშნავია რომ თამბაქოს ფასი ბოლო წლების განმავლობაში გასამმაგდა და ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება.