სიახლე 

ფოთის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ მუშაობა განაახლა 12 03 21

ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ მუშაობა რეგულაციების სრული დაცვით განაახლა. შენობაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და მოეწყო ბიბლიოთეკის არტ სივრცე, აღსანიშნავია რომ პანდემიის პერიოდში სარემონტო სამუშაოები არ შეჩერებულა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ლიტერატურული სალონის ხელძღვანელს იმა კეკელიძეს ვესაუბრეთ.აღსანიშნავია რომ ლიტერატურული სალონი ,,გულის სამელნე” მეცადინეობას დისტანციურ რეჟიმში ახორციელებდა. როგორც სალონის წევრები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, ეს პერიოდი მათთვის სირთულეებით იყო აღსავსე.ფოთის ცენტრალური ბიბლიოთეკა , განახლებულ გარემოში ელოდება ერთგულ მკითხველს და სხვადასხვა ღონისძიებებს პირდება.

მსგავსი სტატიები