სიახლე 

შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნა 15 03 21

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპი დაიწყო.დღეიდან ფიტნეს ცენტრებმა,ფოლკლორულმა ანსამბლებმა,და თეატრებმა ფუნქციონირება განაახლეს,ხოლო აუდიტორიაში მაყურებლის დასწრება 1 აპრილიდან იქნება შესაძლებელი. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ მოსწავლეთა მიღება განაახლა ფოთის არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნო სასწავლებელმა,როგორც სასწავლებელში განგვიცხადეს სწავლის პროცესი რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.შეგახსენებთ რომ შეზღუდვების დიდი ნაწილის მოხსნის მიუხედავად,უცნობია როდის მოიხსნება კომენდანტის საათი,როგორც ეპიდემიოლოგები განმარტავენ ყველაფერი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული

მსგავსი სტატიები