საქართველოში ვაქცინაცია დაიწყო-ფოთელი მოსახლეობის გამოკითხვა 15 03 21
დღეიდან საქართველოში ვაქცინაცია დაიწყო, პირდაპირ ეთერში ვაქცინა უკვე გაიკეთა ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა, პაატა იმნაძემ.ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით ,პირველ ეტაპზე დაგეგმილია სამედიცინო პერსონალის აცრა.რას ფიქრობს ფოთელი მოსახლეობა ვაქცინაციასთან დაკავშირებით ამით ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა. როგორც გამოკითხულთა უმრავლესობამ განაცხადა ისინი ენდობიან და მზად არიან ვაქცინის გასაკეთებლად.თუმცა არიან ისეთები ვინც ვაქცინის მოსალოდნელ შედეგებს ელოდებიან და ამის შემდეგ აპირებენ გადაწყვეტილების მიღებას.შეგახსენებთ რომ 13 მარტს, სპეციალური რეისით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში “ასტრაზენეკას” 43 200 დოზა ვაქცინა ჩამოიტანეს,აღსანიშნავია რომ “ლუგარის” ლაბორატორიამ ვაქცინის 400-ი დოზა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს უკვე გადასცა