ცვლილებები შრომის შესახებ კანონში 15 03 21
1 მარტიდან დამსაქმებელს დასაქმებულის მიმართ ახალი ვალდებულებები დაეკისრა, კერძოდ დამსაქმებელი ვალდებულია,ზუსტად აღწეროს დასაქმებულის სამუშაო საათები.დიდ კომპანიებს დასაქმებულების სამუშაო საათების აღწერა ელექტრონულად შეუძლიათ,ხოლო მცირე კომპანიებმა,შრომის ინსპექციას წერილობით უნდა მიმართონ.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გადამღები ჯგუფი საქართველოს შრომის ინსპექციის წარმომადგენელს ნატო ნათაძეს დაუკავშირდა.როგორც იურისტმა აღნიშნა: ცვლილებების მიზანი,დასაქმებულების უფლებების დაცვაა.შეგახსენებთ რომ დამსაქმებელი ვალდებულებების არ შესრულების შემთვევაში 400 დან 1000 ლარამდე დაჯარიმდება.