სიახლე 

საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა 15 03 21

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, იანვართან შედარებით, თებერვალში 1.5 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 174.7 ლარს შეადგენს.სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი და ა.შ.ჩვენ აღნიშნული საკითხის საფუძვლიანი გამოკვლევის მიზნით ეკონომიკის ექსპერტს ლევან შენგელიას დავუკავშირდით. როგორც ჩვენთან საუბარში ლევან შენგელია აღნიშნავს რეგიონებში მათ შორის ფოთშიც პროდუქტებზე ფასები გაზრდილია და შესაბამისად საარსებო მინიმუმიც გაიზარდა.შეგახსენებთ,რომ 2021 წლის იანვარში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 195.6 ლარი იყო, თებერვალში კი, ეს მაჩვენებელი ერთი ლარითა და 60 თეთრით გაიზარდა, ჯამში კი 197.2 ლარი შეადგინა.

მსგავსი სტატიები