16 მარტს,ფოთში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა 16.03.21

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გაყრელიძე ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ პერსონალს მიმართვას, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და საკუთარი მაგალითით მოუწოდონ საქართველოს მოქალაქეებს აცრისკენ.ამირან გამყრელიძე იმედოვნებს, რომ ქვეყანა გამოწვევას ერთობლივი ძალებით დაამარცხებს.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მოსახლეობის აცრა არ შეაჩერონ. ამის შესახებ BBC იტყობინება.ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინასა და სისხლში თრომბის წარმოქმნას შორის კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.ორგანიზაციის პრესსპიკერის, კრისტიან ლინდმაიერის თქმით, ჯანმო მოკვლევას განაგრძობს და როგორც კი პროცესს დაასრულებს, ინფორმაციას გაასაჯაროებს.ჯანმოს ვაქცინების უსაფრთხოების ექსპერტები „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე დღეს იმსჯელებენ. ვაქცინის გამოყენება ევროპის რამდენიმე ქვეყანამ იმის გამო შეაჩერა, რომ რამდენიმე ვაქცინირებულ პაციენტს თრომბი განუვითარდა. ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება, რომ ფატალური შემთხვევები ვაქცინით იყო გამოწვეული.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 537ახალი შემთხვევიდან,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.სამეგრელოს რეგიონში მკურნალობის კურსს პაციენტები რუხის ( 27),სენაკის ლაზიკა მედის(15), სენამედის(12),აბაშის ევექსის(4) კლინიკებში , ფოთისა(25)და ზუგდიდის(11) ჰოსპიტალებში გადიან.

მსგავსი სტატიები