სიახლე 

საქართველოში ფქვილის ფასი გაიზარდა 16 03 21

საქართველოში ფქვილის ფასი გაიზარდა. ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება 67-68 ლარს შეადგენს,ფქვილზე ფასის მატებამ ზოგიერთი სახეობის პურსა და პურ- პროდუქტებზე გავლენა იქონია და 15-20 თეთრით გააძვირა. ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა თუ რას ფიქრობს ფოთის მოსახლეობა, აღნიშნულ საკითხზე. როგორც ჩვენს მიერ გამოკითხულ რესპოდენტთა უმრავლესობა აცხადებს, პურზე ფასის შესაძლო ზრდა მათზე უარყოფითად აისახება. აღნიშნული საკითხის უფრო საფუძვლიანი გამოკვლევის მიზნით,ჩვენ საქართველოს ხორბლისა, და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, ლევან სილაგავას დავუკავშირდით, როგორც მან განაცხადა : მთავრობის მიერ სუფსიდირების პროგრამა სამომავლოდაც უნდა გაგრძელდეს. შეგახსენებთ რომ ფქვილის ოთხ თვიანი სუფსიდირების ვადა 1 აპრილს იწურება და ყოველდღიური მოხმარების პურ-პროდუქტებზე ფასების ზრდა ჯერჯერობით არ იგეგმება.

მსგავსი სტატიები