დღეს ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში კოვიდ 19-ის შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულია გურიაში მცხოვრები მეოთხე კლასის მოსწავლე. თავდაპირველად ვირუსი გუშინ მოსწავლის ბებიას დაუდასტურდა რის შემდეგაც სკოლის ადმინისტრაციამ ფოთის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება და მოსწავლე თვითიზოლაციაში გადაიყვანა. მოგვიანებით მოსწავლეს კოვიდ 19 დაუდასტურდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ჯერ ფოთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსს გოჩა ქორქიას შემდეგ კი წმინდა ნიკოლოზის სკოლის დირექტორს დეკანოზ თევდორე ბასილაიას ვესაუბრეთ. შეგახსენებთ,რომ კოვიდ 19-ის გამოვლინების გამო, ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
მსგავსი სტატიები
-
ფესვები, რომელიც სცენაზე ცოცხლდება
80 წელზე მეტია, „სუხიშვილები“ ქართული ცეკვის ისტორიას აგრძელებენ — ინარჩუნებენ ფესვებს, აცოცხლებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხასიათსა... -
ოზონის შრის დაცვა იწყება შენი მაცივრით
რა უნდა ვიცოდეთ, როცა ახალი მაცივრის ან კონდიციონერის საყიდლად მივდივართ? უმეტესობა უპირატესობას მხოლოდ ფასს, დიზაინსა და... -
ფოთმა “ნანა ალექსანდრიას თასზე” საჭადრაკო ფესტივალს მეცხრამეტედ უმასპინძლა
ფოთში ნანა ალექსანდრიას სახელობის XIX საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი გაიმართა, რომელმაც 10 ქვეყნიდან 500-მდე მოჭადრაკე გააერთიანა. საქართველოს...

