სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქიმიკატების და პესტიციდების კონტროლი დაიწყო 16 03 21
სურსათის ეროვნული სააგენტო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების კონტროლის გამკაცრებას იწყებს. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ ,აღნიშნული კონტროლი ფერმერთა დაცვის მიზნით ხორციელდება,მათი განცხადებით სურსათის ეროვნული სააგენტო 2020 წელს მუდმივად ახორციელებდა სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატების მწარმოებელი კომპანიების შემოწმებას.ჩვენი გადამღები ჯგუფი სურსათის ეროვნული წარმომადგენელს ნიკოლოზ მესხს დაუკავშირდა,რომელმაც დეტალურად ისაუბრა იმ მიზეზებზე თუ რატომ მკაცრდება კონტროლი პესტიციდებსა და აგრო ქიმიკატებზე.აღსანიშნავია,რომ სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატების 500-მდე ობიექტი უკვე შემოწმდა და 154-ი სამართალ დარღვევა გამოვლინდა.ძირითადი დარღვევები: მარკირების ,შენახვის, რეალიზაციისა და ვადების წესების დარღვევას უკავშირდება.