დღეს ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში კოვიდ 19-ის შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულია გურიაში მცხოვრები მეოთხე კლასის მოსწავლე. თავდაპირველად ვირუსი გუშინ მოსწავლის ბებიას დაუდასტურდა რის შემდეგაც სკოლის ადმინისტრაციამ ფოთის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება და მოსწავლე თვითიზოლაციაში გადაიყვანა. მოგვიანებით მოსწავლეს კოვიდ 19 დაუდასტურდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ჯერ ფოთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსს გოჩა ქორქიას შემდეგ კი წმინდა ნიკოლოზის სკოლის დირექტორს დეკანოზ თევდორე ბასილაიას ვესაუბრეთ. შეგახსენებთ,რომ კოვიდ 19-ის გამოვლინების გამო, ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
მსგავსი სტატიები
-
კორუფციულ ფაქტზე დაკავებულია ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის თანამშრომელი
კორუფციულ ფაქტზე დაკავებულია ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის თანამშრომელი.ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით მან სპეცტექნიკით მიწის დამუშავებისთვის... -
ფოთში საჭადრაკო ფესტივალი “ზაფხული 2026” დასრულდა
ფოთში დასრულდა საქალაქო საჭადრაკო ფესტივალი „ზაფხული – 2026“, რომელიც შვეიცარული სისტემით, 7 ტურად ჩატარდა. ყველა ასაკობრივ... -
ფოთში კვლევითი ექსპედიციის ბადეები მოიპარეს
ნაბადაში (მდ. რიონის შესართავისპირა საზღვაო სივრცეში, ნაბადის კუნძულის საზღვაო აკვატორიაში) სამეცნიერო-კვლევითი ბადეები მოიპარეს. სამეცნიერო-კვლევა გარემოს დაცვისა...

