ფოთში კორონა ვირუსის 1 შემთხვევა ფიქსირდება 18 03 21
დღეს საქართველოში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებას გამოეხმაურა. ამ თემაზე კომენტარი პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
„მოგეხსენებათ, რომ შემოვიდა ვაქცინის პირველი პარტია და ჩვენ პირველ რიგში სამედიცინო პერსონალის აცრა დავიწყეთ. სულ მალე ვაქცინაცია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც გახდება შესაძლებელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ბოლო მონაცემებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე საქართველოში 5 350 ადამიანია დარეგისტრირებული, აქედან 2 719 უკვე აიცრა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას მოლოდინი აქვს, რომ სამედიცინო პერსონალი პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.
დღეს საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 369ახალი შემთხვევიდან,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სამეგრელოს რეგიონში მკურნალობის კურსს პაციენტები რუხის ( 31),სენაკის ლაზიკა მედის(20), სენამედის(12),აბაშის ევექსის(5) კლინიკებში , ფოთისა(23)და ზუგდიდის(9) ჰოსპიტალებში გადიან.