სიახლე 

ფოთის ჰიდროგრაფიულ სამსახურში სამუშაო ვიზიტით კორეის დელეგაცია იმყოფება 18 03 21

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიული სააგენტოს ინიციატივით ოფიციალური განვითარების დახმარების ფარგლებში (ODA-Official Development Assistance) მიმდინარე პროექტი ,რომელიც საქართველოში ჰიდროგრაფიული ინფრასტრუქტურისა და კარტოგრაფიის დარგის განვითარებას ითვალისწინებს ,აქტიურად მიმდინარეობს,
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ,საქართველოს ჰიდროგრაფიულ სამსახურს სამუშაო ვიზიტით , სამხრეთ კორეის ოკეანოგრაფიისა და ჰიდროგრაფიის სააგენტოს წარმმომადგენლები ,როგორც ჰიდროგრაფიული კვლევების ასოციაციიდან, ასევე ჰიდროგრაფიული ტექნოლოოგიების მწარმოებელი კორეული კომპანიებიდან სტუმრობდნენ.
პროექტის ფარგლებში საქართველოსა და სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიული სამსახურის წარმომადგენლები, ტექნიკის ინსტალირებასა, ფოთის ბათუმისა და ყულევის პორტების სიღრმეების კვლევას აწარმოებენ.

მსგავსი სტატიები