სიახლე 

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში შეხვედრა გაიმართა 18 03 21

ფოთის, სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის “ საკონფერენციო დარბაზში, ,,(UNDP)-ის ,,რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში-ფაზა 2“-ის ფარგლებში ,სამეგრელო-ზემო სვანეთში 2020 წელს , დაფინანსებული საგრანტო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით,მარტოწყალას ტბაზე , სათევზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ჩატარდა,როგორებიცაა: საჩრდილობლების, ვიზიტორთა და მეთევზეთა მომსახურების ცენტრების მოწყობა.
როგორც პროექტის ორგანიზატორებმა განაცხადეს: მსგავსი სახის ღონისძიებები უაღრესად მნიშვნელოვანია როგორ სპორტული თევზჭერის, ისე ტურისტული განვითარების მხრივ.ასევე სამომავლოდ გაფორმდება ხელშეკრულება სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან (DMO)
შეგახსნებთ,რომ ,,(UNDP)-ის ,,რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, აღნიშნული პროექტი ინფრასტრუქტურის კუთხით პირველია და მსგავსი სახის ღონისძიებები სამომავლოდაც იგეგმება.

მსგავსი სტატიები