სიახლე 

„კურსორის“ სტუმარია ლაშა ავალიანი 19 03 21

გამოვიდა გზამკვლევი „ვეტერინარული პრეპარატების გამოყენების სახელმძღვანელო მესაქონლეობის სექტორში“, რომელიც აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში – SQIL“, ფარგლებში შემუშავდა, რომელსაც ანხორციელებს ამერიკული ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37-ი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით. გზამკვლევის შექმნის მიზანია, მეცხოველეობის, კერძოდ მესაქონლეობის სექტორში დასაქმებული ფერმერებისათვის (პირველადი მწარმოებლებისათვის) ინფორმაციის მიწოდება ვეტერინარული პრეპარატების სწორი და რაციონალური გამოყენების შესახებ, რაც უზრუნველყოფს ცხოველთა ჯანმრთელობის და კეთილდღეობის დაცვას და ასევე, გააუმჯობესებს სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ სტანდარტებს რძისა და ხორცის სექტორში. გზამკვლევის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ გადმოტვირთოთ ბლოგი აგრონავტიდან https://blog.agronavt.ge/, ასევე გზამკვლევის მოკლე საინფორმაციო ვერსია შეგიძლიათ მოიძიოთ მობილურ აპლიკაცია აგრონავტში. აგრონავტი ხელმისაწვდომია Android-ის და Apple iOS-ის მომხმარებლებისთვის და ქართულენოვანია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ,,კურსორის” სტუმარია : ლაშა ავალიანი

მსგავსი სტატიები