სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 19 03 21

დღეს საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.27 წლის ექთანი, რომელსაც ახალციხეში კორონავირუსზე აცრის შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, გარდაიცვალა,ახალციხის კლინიკაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ შეხვედრა გაიმართა, სადაც ჯანდაცვის ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტის წარმომადგენლები ვაქცინაციის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 511 453 ახალი შემთხვევა დადასტურდა,საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.დღეს საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 360ახალი შემთხვევიდან,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.სამეგრელოს რეგიონში მკურნალობის კურსს პაციენტები რუხის (34),სენაკის ლაზიკა მედის(23), სენამედის(12),აბაშის ევექსის(7) კლინიკებში , ფოთისა(2)და ზუგდიდის(9) ჰოსპიტალებში გადიან.19 მარტის მონაცემებით ფოთში კორონავირუსის 2 ახალი შემთვევა დაფიქსირდა

მსგავსი სტატიები